საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურორთა კონფერენციას მართავს

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 11:11

საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურორთა კონფერენციას მართავს

საქართველოს მთავარი პროკურატურა პროკურორთა კონფერენციას მართავს, სადაც საბჭოს 8 წევრი უნდა აირჩიონ.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, პროცესი არის პროკურატურის გაჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც უზრუნველყოფს, რომ საქართველოში პროკურატურა თავისუფალი იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან.

“როგორც ცნობილია, “საქართველოს პროკურატურის შესახებ” კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მთავარი პროკურორი საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს. საბჭო 15 წევრისგან შედგება, საიდანც 8 უნდა იყოს პროკურორი. შესაბამისად, პროკურატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. სამი დღის განმავლობაში კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ საბჭოს წევრობის კანდიდატი პროკურორები და უკვე კვოტების მიხედვით მოხდება კენჭისყრა. პროცესი არის პროკურატურის გაჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ეს პროცესი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში პროკურატურა თავისუფალი იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან”, – განაცხადა ნათია მეზვირშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 11:11

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics