საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 14, 2015 20:54

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა

სხვა სტატიები

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერპოლმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ინტერპოლის გენერალური სამდივნოსგან შესაბამისი წერილი მთავარმა პროკურატურამ 9 აპრილს მიიღო. მათივე განმარტებით, ინტერპოლი ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის მიზეზად მის მიერ ერთ-ერთი სახელმწიფოსგან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ასახელებს.
“2013 წლის 10 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე. საკითხის განხილვის პროცესში ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან რამდენიმეჯერ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ზ. ადეიშვილის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რაზედაც ქართულმა მხარემ დროულად და სრულყოფილად მიაწოდა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მიიჩნია, რომ ზ. ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სრულად შეესაბამებოდა ინტერპოლის კონსტიტუციას და შესაბამისად, 2013 წლის 14 ნოემბერს ზემოაღნიშნული პირის მიმართ გამოცხადდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.
2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა წითელი ცირკულარი. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა საკითხის განხილვის პროცესში მოკლებული იყო შესაძლებლობას, რათა ზ. ადეიშვილის მიმართ ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დამატებით საკუთარი არგუმენტაცია წარედგინა ინტერპოლის გენერალური სამდივნოსთვის”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მთავარი პროკურატურის განმარტებით, უახლოეს პერიოდში უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას გეგმავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 14, 2015 20:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,293
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics