საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილს უგზავნის

news
: news იანვარი 10, 2015 14:53

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ფრანსუა ოლანდს სამძიმრის წერილს უგზავნის

მნიშვნელოვანი

  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ორლანდს სამძიმრის წერილს უგზავნის.

სხვა სტატიები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ორლანდს სამძიმრის წერილს უგზავნის.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, ვგმობთ მომხდარს და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და მთელ ფრანგ ხალხს.

ეს არ არის ერთი ქვეყნის ტრაგედია, ამაზე დაფიქრება მართებს ყველას; მითუმეტეს, რომ ბოლო წლების მანძილზე ტერორისტული ქმედებები მსოფლიოში გახშირდა და სხვადასხვა ფორმით ვლინდება.
მიგვაჩნია, რომ წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებლად, რათა საზოგადოება იყოს უფრო დაცული.
შევთხოვთ ღმერთს, მოგვმადლოს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

news
: news იანვარი 10, 2015 14:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics