საქართველოს იოჰანეს ჰანი ეწვევა

news
: news იანვარი 5, 2015 19:30

საქართველოს იოჰანეს ჰანი ეწვევა

15-17 იანვარს საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩ იანოშ ჰერმანთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 15-17 იანვარს საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის ვიზიტის პროგრამის დეტალებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წარმატებით და ნაყოფიერად განხორცილების უზრუნველსაყოფად.

news
: news იანვარი 5, 2015 19:30

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics