“საქართველოს ინტერესები აბაშიძე-კარასინის ანაბარა აღმოჩნდა,”- ლევან ბეჟაშვილი

news
ავტ.: news ივლისი 13, 2015 15:48

“საქართველოს ინტერესები აბაშიძე-კარასინის ანაბარა აღმოჩნდა,”- ლევან ბეჟაშვილი

მნიშვნელოვანი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა, რომლითაც ის დაუპირისპირდება საოკუპაციო ხაზის გადმოწევას.

სხვა სტატიები

“საქართველოს ინტერესები აბაშიძე-კარასინის ანაბარა აღმოჩნდა,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია გეგმა, რომლითაც ის დაუპირისპირდება საოკუპაციო ხაზის გადმოწევას.

“2 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვარი იწევს უკანონოდ. ხელისუფლების უნიათო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არის ამ პროცესების მიმართ. არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს ამ პრობლემის შესახებ. პრაქტიკულად საქართველოს ინტერესები აბაშიძე-კარასინის ანაბარა აღმოჩნდა. ეს არის სავალალო მდგომარეობა,” – აცხადებს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.

news
ავტ.: news ივლისი 13, 2015 15:48

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics