საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 16:55

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ენგურჰესის ოპერირების შესახებ აფხაზური მხარის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე მოლაპარაკების დაწყებას ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ენგურჰესი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს . “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორის განცხადება აცდენილია რეალობას . კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ პასუხიმგებელნი ვართ საქართველოს ამ რეგიონის წინაშე. მიუხედავად კონფლიქტისა და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, ენგურჰესი ისევე აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა ნებისმიერ კუთხეს.
აღვნიშნავთ, რომ “ენგურჰესის” ოპერირებას ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ ვუწევთ მონიტორინგს ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს. “ენგურჰესის” ექსპლუატაციის სრულ ხარჯს ფარავს საქართველოს მთავრობა”,- ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ რუსული და აფხაზური მედიის ინფორმაციით, კომპანია “ჩერნომორენერგოს” გენერალური დირექტორი ასლან ბასარია აცხადებს, რომ “ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია.
“ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავედით მოლაპარაკებების პროცესზე ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება, როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველოს დაზარალდება”, – განაცხადა ბესარიამ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 16:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics