საქართველოს დელეგაცია დღეს პეკინს ეწვია

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 21:03

საქართველოს დელეგაცია დღეს პეკინს ეწვია

მნიშვნელოვანი

  • მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის წარმომადგენლებთან.

სხვა სტატიები

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია დღეს პეკინს ეწვია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის წარმომადგენლებთან.
ხვალვე, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “CSR ZHUZHOU ELECTRIC LOCOMOTIVE CO>LTD”-ის ხელმძღვანელებს და ჩინეთის რკინიგზის მშენებლობის კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდება.

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 21:03

Google სტატისტიკა


4,081
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics