საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 17, 2015 19:51

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მნიშვნელოვანი

  • საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

სხვა სტატიები

sasamrtloთბილისის საქალაქო სასამართლო, ე.წ კაბელების საქმის განმხილველი მოსამართლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას გარემოცვის შესაძლო ნათესაური კავშირისა და მოსამართლის მიერ ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ე.წ. ”კაბელების საქმის” განმხილველი მოსამართლის მიმართ მიმდინარე ცილისმწამებლურ კამპანიას. კერძოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, მოსამართლესა და ყოფილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გარემოცვის ერთ-ერთ წევრს შორის ნათესაური კავშირის არსებობისა და მოსამართლის მიერ, ქრთამის აღების თაობაზე. ასევე, მიუთითებენ სასამართლოს მხრიდან წინასასამართლო ეტაპის განზრახ გაჭიანურების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია და ჯერ ისევ წინასასამართლო განხილვის ეტაპზეა, შესაბამისად, ბრალდებულების მიმართ არ დამდგარა შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მხარეების, საზოგადოების წევრების, საქმის მიმდინარეობით დაინტერესებული სხვა პირების და პოლიტიკოსების მხრიდან მედიასაშუალებებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ხელს უწყობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და შეიცავს მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზემოქმედების მცდელობის ნიშნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების ავტორებს, სიფრთხილით მოეკიდონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ასევე, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და ზემოხსენებული ფაქტების შესახებ, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მიმართონ შესაბამის ორგანოებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ კაბელების საქმის განმხილველმა მოსამართლე დავით ჯუღელმა ირაკლი ალასანიასგან ქრთამი აიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლემ ირაკლი ალასანიას მიერ წარგზავნილი შუამავლის წინადადება მიიღო ქრთამი აიღო და მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვის დროს კანონის თავისებური განმარტება გააკეთა და სასაქონლო ექსპერტიზას ბაზრის კვლევის ჩატარება აუკრძალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მტკიცებულება სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.
ბრალდებამ მოსამართლე დავით ჯუღელის განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი გამოიტანა განჩინება, რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი ე.წ. კაბელების საქმეზე და დასაშვებად მიიჩნია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 17, 2015 19:51

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics