საქალაქო სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 10:50

საქალაქო სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები

მნიშვნელოვანი

  • თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად რამდენიმე ასეული მოქალაქეა შეკრებილი.

სხვა სტატიები

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად რამდენიმე ასეული მოქალაქეა შეკრებილი.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ სიტყვას და არ სურთ, რომ „რუსთავი 2“ დაიხუროს.

როგორც ტელეკომპანიის თანამშრომელმა აკაკი გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას უნდა მოკლას თავისუფალი სიტყვა, თან ამას გაურკვეველი მეთოდებით ცდილობს.

„ეს უფრო სამარცხვინოა, ვიდრე ის, რომ შემოვარდნილიყვნენ და პირდაპირ დაეკეტათ „რუსთავი 2“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ადგილზე ასევე იმყოფებიან „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სასამართლოსთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელთან დაკავშირებით, პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები 2 შუამდგომლობას დაააყენებს. ერთი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხია და მეორე კი პროცესის გადადების მოთხოვნა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 19, 2015 10:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics