საფრანგეთი: TV 5-ზე თავდასხმა შესაძლებელია რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს

news
ავტ.: news ივნისი 10, 2015 15:11

საფრანგეთი: TV 5-ზე თავდასხმა შესაძლებელია რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს

safrangetiiiსაფრანგეთის პოლიცია თვლის, რომ კიბერშეტევის უკან, რომელიც ერთ-ერთ ფრანგულ ტელეკომპანიაზე TV5 Monde-ზე განხორციელდა, შესაძლებელია რუსი ჰაკერები იდგნენ.

აპრილში კომპანიის საიტი გატეხეს, სადაც გამოჩნდა ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტული მასალები. უცნობმა ბოროტმოქმედებმა განაცხადეს, რომ ისინი ისლამისტური დაჯგუფების წევრები არიან.
როგორც პოლიციამ განაცხადა, გამოძიება მიმდინარე მომენტში სწავლობს ერთ-ერთი რუსული ჰაკერული ჯგუფის მოქმედებებს. რუსულ ჰაკერულ ჯგუფს ART28 ქვია.
და ისინი ცნობილი არიან ასევე სახელით «ქვიშის შტორმი». ტვ 5-ზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა L’Express-მა გაავრცელა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ იგივე ჰაკერები მანამდე თეთრი სახლის საიტების გატეხვას ცდილობდნენ. გაზეთის ცნობით, ჰაკერების მიზანი იყო ასევე ნატოს კომპიუტერული სისტემების, რუსი ოპოზიციონერების და უკრაინელი აქტივისტების საიტების გატეხვა.
ფრანს-პრესის საინფორმაციო წყარომ საფრანგეთის იუსტიციის ორგანოებიდან განაცხადა, რომ აი-პი მისამართების დადგენის შემდეგ შესაძლო დამნაშავეთა ჯგუფი შემცირდა.
ტვ5-ზე თავდასხმის შემდეგ ტელეკომპანია იძულებული გახდა ძველი გადაცემები გაეშვა ეთერში. მათი თქმით, მსგავსი რამ ტელეკომპანიის ისტორიაში არ მომხდარა.
ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდზე ფრანგი სამხედროების გაფრთხილებაც გამოჩნდა, სადაც სამხედროებს მოუწოდებდნენ ისლამური სახელმწიფოგან თავი შორს დაიჭირონ.
ჰაკერებმა ასევე გამოაქვეყნეს დოკუმენტები, რომლებიც, მათი აზრით, იმის მტკიცებულებაა, რომ ჯარისკაცები მათ წინააღმდეგ იბრძვიან.
ტვ5 საერთაშორისო მასშტაბის ტელეკომპანიაა, რომელიც ფრანგულ ენაზე მაუწყებლობს. მისი ინტერნეტ-რესურსების გატეხვის შედეგების ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დასჭირდა.

news
ავტ.: news ივნისი 10, 2015 15:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,785
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics