“საუბარია თავდაცვაზე”- მიხეილ მაჭავარიანი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2015 18:19

“საუბარია თავდაცვაზე”- მიხეილ მაჭავარიანი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა ჩანაწერებზე, რომელიც არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ნიკა გვარამიასთან და სოფო ნიჟარაძესთან სატელეფონო საუბარს ასახავს განმარტება გააკეთა. მისი თქმით, საუბარია თავდაცვაზე და ამ მხრივ იმ ადამიანების რჩევებზე, რომელთაც იციან, თუ როგორ შედის სპეცრაზმი ამა თუ იმ შენობაში.

მაჭავარიანის თქმით, გამოქვეყნებული ჩანაწერები კომპილაციაა. მისივე განცხადებით, “10 ოქტომბრის შემდეგ, როცა ხელისუფლების დავალებით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე ძალადობა განხორციელდა, ფიქრობდნენ, რომ მთავრობა ყველაფერზე წავიდოდა და თავის დაცვა გახდებოდა საჭირო”.

“ჩანაწერების კომპილაციით გავიგეთ, რომ მთავრობა გვისმენს, გვისმენს ძალიან ყურადღებით და ღამეებს ათენებს, რომ გააკეთოს ჩანაწერების კომპილაცია, რათა გამოაგდოს შედეგი, რაც მას აწყობს. 10 ოქტომბრის შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევა, პლაკატების გამოკვრა დაიწყო, ველოდით, რომ მთავრობის მიერ დაქირავებული ტიტუშკები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები ძალოვან შეტევებს განახორციელებდნენ. მათ შორის იმ ადგილებზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” სიტყვის თავისუფლებას იცავდა. გუშინ ნიძლავი დავდე და მოვიგე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და თუ სასამართლო კიდევ გადაიდებოდა, ახალი ჩანაწერები გამოქვეყნდებოდა”, – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

news
ავტ.: news ნოემბერი 2, 2015 18:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics