სასჯელაღსრულების სამინისტრო აუდიტის სამსახურის დასკვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 6, 2015 17:42

სასჯელაღსრულების სამინისტრო აუდიტის სამსახურის დასკვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი 2013-2014 წლებში სამინისტროში გაცემული პრემიების საკითხში აუდიტის სამსახური სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ხედავს, პროკურატურას მიმართოს.

სხვა სტატიები

სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი 2013-2014 წლებში სამინისტროში გაცემული პრემიების საკითხში აუდიტის სამსახური სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს ხედავს, პროკურატურას მიმართოს.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო მიესალმება, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ობიექტური გამოძიების მხრიდან ჭეშმარიტების დადგენას და მომავალშიც მზადყოფნას გამოთქვამს იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე.

“2013-2014 წელს გაცემული პრემიების საკითხს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვლის, რომ როგორც კვების ტენდერების, ისე პრემიების გაცემის საკითხში, შეინიშნება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მიმართოს მთავარ პროკურატურას კანონით დადგენილი წესით გამოძიების დაწყების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სამინისტრო 2013-2014 წლებში კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერების საკითხსაც ეხმაურება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ როგორც იმდროინდელი დოკუმენტაციით ირკვევა, კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ტენდერებში მონაწილეობა ნებისმიერ კომპანიას შეეძლო და ამ კუთხით რაიმე სახის შეზღუდვა არ ყოფილა.

“ამავე დოკუმენტების თანახმად, დროის უქონლობის გამო შეიქმნა ექსტრემალური ვითარება და სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თავიდან აიცილა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა კვების ორგანიზების ჩაშლა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

news
ავტ.: news ოქტომბერი 6, 2015 17:42

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics