სასწარფოდ: თერჯოლაში ჟურნალისტები დააკავეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2015 18:02

სასწარფოდ: თერჯოლაში ჟურნალისტები დააკავეს

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თერჯოლაში დაკავებულები არიან საინფორმაციო სააგენტო GNnews-ის ჟურნალისტი – დავით ცხვარაძე, “ქუთაისი თუდეი”-ის დირექტორი ბუბა ჩივაძე “ქუთაისი თუდეი”-ის რედაქტორი-ბექა გერაძე და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტები. “თაიმერი ”  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი და ფიზიკური   შეურაცხყოფა მიაყენა.შემთხვევა გამგებლის კაბინეტში მოხდა. მედიის წარმომადგენლები თერჯოლაში “იეჰოვას მოწმეებსა” და მართლმადიდებელ მრევლს შორის მოსალოდნელ სერიოზულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა.

გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ კაბინეტში, საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესის“, „ქუთაისინიუსის“, „GNnews”-ის და „ქუთაისი თუდეის“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელით შეეხო.
ადგილზე გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიცია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2015 18:02