“სასტუმრო “ხასანში” უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო”-ამ განცხადებას ჟუნრალისტებთან ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე აკეთებს.
ოქროპირიძის განცხადებით, მომხდარიდან გამომდინარე ქობულეთში ყველა მოქმედი სასტუმრო თავიდან შემოწმდება და დაიდება დასკვნა რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის სასტუმრო საჭირო სტანდარტებს და რამდენად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები.
“საკრებულო იმსჯელებს შემთხვევის შედეგებზე, ხელახლა შემოწმდება სასტუმროები ქობულეთში. რაც შეეხება ამ სასტუმროს აქ ყველა საჭირო ნორმა იყო დაცული,”- აცხადებს ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე.















