სასტუმრო “რედისონთან” სროლა იყო

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2015 13:46

სასტუმრო “რედისონთან” სროლა იყო

რამდენიმე წუთის წინ სასტუმრო “რედისონთან” სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით,  ათამდე გასროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენიშნეს, რომ “რედისონის” მიმდიბარე ტერიტორიიდან 3-4 ახალგაზრდა გარბოდა.
ამ დროისთვის სასტუმროსთან სამართალდამცავების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ამასთან, სამართალდამცველების მიერ სპეციალური ამკრძალავი ლენტითაა გადაღობილი ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის – “რედისონის” სამორინეს ნაწილი.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევამ ტერიტორიაზე მყოფ პირთა შორის პანიკა გამოიწვია, რის გამოც ისინი ტერიტორიიდან გაიქცნენ.
ამ დროისთვის დაშვებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2015 13:46