სასამართლო: კომიკოსი კოსბი ქალებს სექსის წინ ძილის წამალს ალევინებდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2015 19:01

სასამართლო: კომიკოსი კოსბი ქალებს სექსის წინ ძილის წამალს ალევინებდა

სასამართლო: კომიკოსი კოსბი ქალებს სექსის წინ ძილის წამალს ალევინებდაცნობილმა ამერიკელმა კომიკოსმა ბილლ კოსბმა, რომლიც 40 ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღიარა, რომ პარტნიორებს სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებს აძლევდა მათთან სექსუალური კავშირის დამყარებამდე.
ეს აღიარება 77 წლის კომიკოსმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ გააკეთა ერთი ქალბატონის საჩივრის შემდეგ, თუმცა, საზოგადოებამ ამის შესახებ მხოლოდ ახლახანს გაიგო.
მაშინ საქმე გარიგებით დასრულდა და ტელესერიალ “მე ვჯაშოშობ”-ის გმირმა საჩივრის საფუძველზე გაურკვეველი თანხა გადაიხადა.
ბოლო თვეების მანძილზე ბევრმა ქალბატონმა განაცხადა მსახიობის მხრიდან ძალადობის შესახებ.
ერთ-ერთი მათგანი ამტკიცებს, რომ 1974 წელს, როცა ის 15 წლის იყო, კოსბმა ის ბარში დაპატიჟა, დაათრო, რომლის შემდეგაც ქალაქგარეთ სახლში წაიყვანა და მასზე იძალავა.

კომისოსის წინააღმდეგ არც ერთხელ არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას უარყოფს.
აღიარებაში კროსბმა თქვა, რომ 1970 -იან წლებში ის ძლიერ ტრანკვილიზატორებს ხმარობდა იმისთვის, რომ სექსით დაკავებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავებს მსახიობის წინააღმდეგ ბრალი არ დაუმტკიცებიათ, ქალბატონების განცხადებებმა მსახიობის კარიერას სერიოზული ზიანი მიაყენა.
მისი რამდენიმე შოუ უკვე გადაიდო. რამდენიმე თვის წინ კი აშშ-ს სამხერო-საზღვაო ძალებმა კომიკოსს საპატიო წოდება ჩამოართვეს.
თვითონ კომიკოსს ბრალდებებს “დაუსაბუთებელი” და “ფანტასტიკური” უწოდეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 7, 2015 19:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics