სასამართლოში შესაძლოა, ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრებზე ჩატარებული ექსპერტიზის ამსახველი ვიდეო აჩვენონ

news
: news იანვარი 6, 2015 14:31

სასამართლოში შესაძლოა, ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრებზე ჩატარებული ექსპერტიზის ამსახველი ვიდეო აჩვენონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს შესაძლოა, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრებზე ჩატარებული ექსპერტიზის ამსახველი ოთხსაათიანი ვიდეო აჩვენონ, – აღნიშნულის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა რევაზ ნადოიმ განუცხადა.
როგორც პროკურორმა განმარტა, ვიდეომასალა, რომელიც ექსპერტიზის პროცესს ასახავს ოთხსაათიანია და მომდევნო პროცესზე თუ საშუალება იქნება, მოხდება აღნიშნული ვიდეოს დათვალიერება.
პროკურორის თქმით, 9 იანვარს დანიშნულ სხდომაზე იგეგმება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. პროკურორს არ დაუკონკრეტებია, თუმცა არ არის გამორიცხული ჩაჩუას პროცესზე ჟვანიას საქმეზე კიდევ ორი ბრალდებული კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დაკითხონ, რომელთა საქმეც ცალ-ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
ვიდეომასალის ჩვენება სავარაუდოდ, დახურულ დარბაზში მოხდება. ამასთან, ბრალდების მხარე 9 იანვარს ჩანიშნულ პროცესზე მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპს დაასრულებს, რის შემდეგაც მოწმეების დაკითხვას დაცვის მხარე დაიწყებს.

news
: news იანვარი 6, 2015 14:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,973
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics