სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

news
ავტ.: news სექტემბერი 4, 2015 16:28

სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ნოდარ ნასარიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მნიშვნელოვანი

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სრულად გაიზიარა ქალაქ თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 35 წლის ალექსანდრე გიორგაძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო ნოდარ ნასარიძე.

სხვა სტატიები

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სრულად გაიზიარა ქალაქ თბილისის პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 35 წლის ალექსანდრე გიორგაძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო ნოდარ ნასარიძე.
როგორც “თაიმერს” პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლომ მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შპს “თბილქალაქპროექტის” ადმინისტრაციულ შენობაში, ნოდარ ნასარიძემ უკანონოდ შეძენილი “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ალექსანდრე გიორგაძეს ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა. გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იმავე დღეს დაკავდა ნოდარ ნასარიძე და ამოღებული იქნა ზემოთხსენებული უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი. მოგვიანებით მას წარედგინა ბრალდება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 108-ე მუხლით”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

news
ავტ.: news სექტემბერი 4, 2015 16:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,127
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics