სარკოზი: პუტინთან მოლაპარაკება საჭიროცაა და შესაძლებელიც

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 1, 2015 18:11

სარკოზი: პუტინთან მოლაპარაკება საჭიროცაა და შესაძლებელიც

მნიშვნელოვანი

  • საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ფრანგული ,,მონდისათვის,, მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ,,ვლადიმერ პუტინი ის კაცია, ვისთანაც მოლაპარაკება საჭიროც არის და შესაძლებელიც,,

სხვა სტატიები

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ფრანგული ,,მონდისათვის,, მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ,,ვლადიმერ პუტინი ის კაცია, ვისთანაც მოლაპარაკება საჭიროც არის და შესაძლებელიც,,

გაზეთისათვის მიცემული ვრცელი ინტერვიუში, რუსული პოლიტიკის კომენტირებისას სარკოზიმ განაცხადა: ,,შესაძლებელი არ დაეთანხმო იმას, თუ როგორ იქცევა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ პირობები ახალი ცივი ომისთვის… მაშინ, როცა ასე გვჭირდება რუსეთი ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლისა და სირიის ტრაგედიის დარეგულირების მიმართულებით. ამაში არანაირი აზრი არა არის,,

ქართულ-რუსული კონფლიქტის დარეგულირებაში საკუთარი როლის შეხსენებასთან ერთად, მიცემულ ინტერვიუში სარკოზიმ თავის შეხედულებაც დააფიქსირა პუტინთან ურთიერთობის აუცილებლობაზე…

,,როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი უთანხმოების წერტილები, ბატონი პუტინი არის ის კაცი, რომელთანაც მოლაპარაკება საჭიროა და შესაძლებელიც,, განაცხადა სარკოზიმ.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 1, 2015 18:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics