საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 10:05

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

მნიშვნელოვანი

  • შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთაში 4 წლის ბავშვი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

სხვა სტატიები

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთაში 4 წლის ბავშვი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დაკარგული პატარა ბიჭის საძიებო სამუშაოები მდინარე არაგვში და მიმდებარე ტერიტორიებზე დაიწყეს.
საპატრულო ეკიპაჟმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მცხეთაში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იპოვა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა. მათ ბიჭი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, დაადგინეს მისი ვინაობა, დაუკავშირდნენ მის მშობლებს და დაკარგული ბავშვი უვნებლად ჩააბარეს.

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 10:05

Google სტატისტიკა


1,942
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics