საპატრიარქო პატრიარქის მიერ გიული ალასანიას დაბარების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

news
ავტ.: news მარტი 4, 2015 16:42 განახლებულია

საპატრიარქო პატრიარქის მიერ გიული ალასანიას დაბარების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

მნიშვნელოვანი

  • როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიული ალასანია საპატრიარქოში იმყოფებოდა, თუმცა თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ პატრიარქისთვის დაბადების დღე მიელოცა

სხვა სტატიები

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიული ალასანია საპატრიარქოში იმყოფებოდა, თუმცა თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ პატრიარქისთვის დაბადების დღე მიელოცა

“სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას “მიშასთვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია:

ქალბატონი გიული მართლაც იყო მოსული საქართველოს საპატრიარქოში იანვრის პირველ რიცხვებში ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს.

სხვათაშორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეისბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების “სიმართლე“, მისი კი – არა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

news
ავტ.: news მარტი 4, 2015 16:42 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics