საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 25, 2015 21:29

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე თამაზაშვილი  სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • სწორედ შავი პიარი მგონია განსაკუთრებით და საეჭვოდ ხშირად გასული ანონსი, აღნიშნული გადაცემის. რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს მე რაიმე კავშირი მქონდა ამ შემზარავ დანაშაულთან ან დანაშაულის დაფარვასთან

სხვა სტატიები

მინდა გამოვეხმაურო, ტელეკომპანია ,,რუსთავი2,,- ზე გასულ გადაცემას. ქ. თელავში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც რამდენჯერმე გაიჟღერა ჩემმა
სახელმა და გამოქვეყნდა პირადი მიმოწერა არჩილ მაისურაძესთან . ისე როგორც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მეც აღნიშნულ ტელეკომპანიას მივიჩნევ ,,ნაციონალური მოძრაობის,, პრეს-სამსახურად, რომელიც ჩემი ოჯახის, მიმართ წლების მანძილზე, როგორც წესი გამოირჩევა სუბიექტურობით და დაკავებულია შავი პიარით .
სწორედ შავი პიარი მგონია განსაკუთრებით და საეჭვოდ ხშირად გასული ანონსი, აღნიშნული გადაცემის. რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს მე რაიმე კავშირი მქონდა ამ შემზარავ დანაშაულთან ან დანაშაულის დაფარვასთან. სუბიექტურობით გაჯერებულ ამ გადაცემაშიც კი შავით თეთრზე ჩანდა, რომ გარდა გულწრფელი დახმარებისა, არჩილ მაისურაძის მიმართ (ეს ამბავი არჩილის დამ, სალომე მაისურაძემაც დაადასტურა გადაცემაში) სხვა არაფერი არ იკვეთება და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დასმული კითხვები და ვარაუდები გაჟღერდა .
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არჩილ მაისურაძე ჩემი ბავშვობის მეგობარი გალხდათ და ვთხოვ ყველას შეწყვიტოს ყოველგვარი სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე. იმედი მაქვს სამართალდამცველები გამოიძიებენ ამ საქმეს და ყველა დამნაშავე მიიღებს შესაბამის სასჯელს.
P.S. არ ვაპირებ სხვა რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე სუბიექტურ და შავი პიარით დაკავებულ ტელევიზიასთან , რომელსაც საზოგადოებამ “ნაციონალური მოძრაობის” პრეს-სამსახური შეარქვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 25, 2015 21:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics