საპარლამენტო კომიტეტებმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

news
ავტ.: news ივნისი 26, 2015 09:55

საპარლამენტო კომიტეტებმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

საბანკო სფეროს ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოში საბანკო ასოციაციის მიერ კანდიდატურის წარდგენის წინადადება პარლამენტში არ გაიზიარეს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.
როგორც გუშინ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ითქვა, ეს ერთი მხრივ, ინტერესთა კონფლიქტს შექმნის და ამასთან გამოიწვევს სხვა ფინანსური ორგანიზაციების სურვილს, მათაც ჰყავდეთ საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი.
გარდა ამისა, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, მოხდება იმ შენიშვნების გაზიარება, რომელიც სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებას ეხება.
“ვეთანხმებით ვარიანტს, საბჭოს წევრები პარლამენტმა აღარ წარადგინოს. საბჭოში იქნება ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კიდევ ერთი ადგილი დამატებით ეძლევა ეროვნულ ბანკს – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან წარმომადგენლის შეყვანის მიზნით, საბჭოს ხუთ წევრს წარმოადგენს მთავრობა და დაამტკიცებს პარლამენტი”, – განაცხადა მეჭიაურმა მათ მიერ გაზიარებულ წინადადებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ასევე გაზიარებულია შეთავაზება, რომ სააგენტოს საბჭოს ხელმძღვანელი საბჭოს წარდგენით პარლამენტმა დაამტკიცოს.
ამ და სხვა შენიშვნების გათვალისწინების საფუძველზე, კომიტეტებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

news
ავტ.: news ივნისი 26, 2015 09:55

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics