სანდრა რულოვსი: დააკლდება მედიასივრცეს, თუ ეს ტელევიზია ამ ფორმით, როგორიც არის დღეს, აღარ იქნება

ტელეკომპანია რუსათვი 2-ის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს შორის იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი. რულოვსმა რუსთავი 2-ს მხარდა ჭერა გამოუცხადა.

„ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ ყველაზე ძლიერი სატელევიზიო არხის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. ნამდვილად დააკლდება მედიასივრცეს, თუ ეს ტელევიზია ამ ფორმით, როგორიც არის დღეს, აღარ იქნება,“ – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

რამდენიმე ასეული ადამიანი ტელეკომპანიის შესასვლელთან რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობდა და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს მოითხოვდა.