- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
“სანამ ივანიშვილი ქაჯანასავით არ დასძახებს წადითო, მანამდე ფეხის გამდგმელი არავინაა” – პავლე კუბლაშვილი
მნიშვნელოვანი
- "სანამ ივანიშვილი ქაჯანასავით არ დასძახებს წადითო, მანამდე ფეხის გამდგმელი არავინაა" - პავლე კუბლაშვილი
სხვა სტატიები
„ჩვენ არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის გეგმა გვაქვს–განაცხადა “კურიერთან” „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილიმა. მისივე თქმით ძალიან მარტივი, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი. დღემდე თუ რამე გვინახავს ეკონომიკური გუნდისგან და მთავრობისგან, ეს იყო მხოლოდ ჯიბრის პოლიტიკა. იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან, ვიღაც მაინც გაიგონებს. იცოდნენ მაინც, რომ არსებობს აქედან გამოსავალი, თორემ ამ ეკონომიკური გუნდის პირობებში, ამ პრემიერის გუნდის პირობებში, ამ საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში რა უნდა ვილაპარაკოთ?! მთვარობის ეკონომიკურ გუნდს მომავალი არა აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არ გადადგებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ. ისინი არიან ანგარიშვალდებულები მხოლოდ ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის წინაშე. სანამ ბიძინა ივანიშვილი ქაჯანასავით არ დაუძახებს, წადით სახლშიო, ისინი ფეხის გამდგმელები არ არიან, “ – ამბობს პავლე კუბლაშვილი.