„სამწუხაროდ იყო მსხვერპლი, რაც გამოწვეული იყო სტიქიის დიდი მასშტაბით და არა რეაგირების ხარვეზით”

კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, სტიქიის დროს, ყველა სახელმწიფო უწყებამ, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლის დაცვა ევალებოდათ, სამსახური შესაბამისი ხარისხით შეასრულეს.

მისივე განცხადებით, მსხვერპლი სტიქიის უპრეცედენტოდ დიდმა მასშტაბმა გამოიწვია.

“კრიზისების საბჭო ერთვება, როცა უკვე კრიზისი სახეზეა და ამ კრიზისის დასაძლევად აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტლებების მიღება, ამ კრიზისის დაძლევაში მონაწილეობს ორი, სამი ან რამდენიმე უწყება. კრიზისების მართვის საბჭო არ არის პირველადი რეაგირების ორგანო, თუმცა პირველად რეაგირებაში ჩართულმა უწყებებმა გააკეთეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლი და მსხვერპლი გამოწვეული იყო სტიქიის უპრეცედენტო მასშტაბით და არა რეაგირების ხარვეზით”, – განაცხადა ჯანელიძემ.

ვირუსის ბლოკატორები