სამშობიაროს მედდა ახალშობილს კლავდა (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 6, 2015 18:36

სამშობიაროს მედდა ახალშობილს კლავდა (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • (+18) უპირველეს ყოვლისა ,,თაიმერის,, რედაქცია გთხოვთ, 18 წლამდე მოზარდებმა, ღრმა მოხუცებმა, სუსტი გულისა და ნერვების მქონე ადამიანებმა არ უყუროთ თანდართულ ვიდეოს!!!

სხვა სტატიები

(+18) უპირველეს ყოვლისა ,,თაიმერის,, რედაქცია გთხოვთ, 18 წლამდე მოზარდებმა, ღრმა მოხუცებმა, სუსტი გულისა და ნერვების მქონე ადამიანებმა არ უყუროთ თანდართულ ვიდეოს!!!

შემთხვევა რომლის შესახებ მოგითხრობთ, შესაძლებელია მოხდეს ყველა ქვეყანაში, სადაც ისეთი სიღარიბე, უმუშევრობა და უკონტროლობაა, რომ ადამიანებსათვის სტრესი და ნერვიული აშლილობა თანამდევ მოვლენებად იქცევა… სადაც თავად სამედიცინო პერსონალს არ ყავს მკაცრი კონტროლი! კონკრეტულად ეს შემთხვევა კი ბულგარეთში მ.წ. 17დან- 18 აპრილის ღამეს  მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც სამშობიაროზე დაყენებული კამერით არის გადაღებული, ასახულია სოფიის კერძო სამშობიარო კლინიკის ,,სოფიამედის,, 40 წლის  მედდა ემილია კოვაჩევა როგორ ურტყამს მუშტებს 3-4 დღის ახალშობილს, რომელსაც მხოლოდ ის შეუძლია, რომ ტირის… ვიდეოში ასევე ჩანს, რომ მედდა ახალშობილს თავში რამდენჯერმე ურტყამს ბავთა კვების ბოთლს… ის განერვიულებული ცდილობს ჩვილის ხელებით მოხრჩობას.

მკითხველთა დასამშვიდებლად მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალშობილი, მიუხედავად მიყენებული სერიოზული ტრამვებისა, ცოცხალი გადარჩა და მას დღემდე სარეაბილიტაციო მკურნალობა უტარდება, ხოლო მედდა დაკავებულია და მას ბულგარული კანონებით 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ემილია კოვაჩევას ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტის მსგავსი აგრესიის მიზეზი იყო ის, რომ მედდა 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, რაც ბულგარული კანონებით აკრძალულია… ადვოკატის განცხადებით, მედდამ კამერის არსებობის შესახებ იცოდა მაგრამ დანაშაულის მომენტში მასზე არ უფიქრია… ,,მედდა რომელსაც თავად 2 შვილი ჰყავს, დამატებით სამუშაოს უკიდურესი სიღარიბის გამო იღებდა,, აცხადებს დაკავებული კოვაჩევას ადვოკატი.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მაყურებელთა უმეტესობამ ვერ უყურა…

www.timer.ge

 

https://youtu.be/9NSrWc9m_ws

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 6, 2015 18:36