სამეგრელოში და აჭარაში ელექტროენერგიის გარეშე 4 000-მდე აბონენტია დარჩენილი

news
ავტ.: news აგვისტო 26, 2015 15:28

სამეგრელოში და აჭარაში ელექტროენერგიის გარეშე 4 000-მდე აბონენტია დარჩენილი

აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ , აბონენტების უმრავლესობას, რომელთაც სტიქიის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული ჰქონდათ, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგათ.

დილის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული ჰქონდა 30 000-ზე მეტ აბონენტს, რაც იყო პიკური მაჩვენებელი. სტიქიის გამო, შეზღუდვა მეტწილად შეეხო სამეგრელოს რეგიონს, აგრეთვე გურიასა და აჭარას. გარდა ამისა, გუშინ მეხის დაცემის შედეგად დაზიანდა 35 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ვარციხე, რამაც გამოიწვია 12 000-მდე აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა ვანში.

ამ დროისთვის, სამეგრელოში და აჭარაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია საერთო ჯამში 4 000-მდე აბონენტი, ხოლო ვანსა და გურიის რეგიონს ელექტროენერგია მთლიანად მიეწოდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში, რათა უამინდობით გამოწვეული ზიანის ლოკალიზება და აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროული აღდგენა დროულად მოახდინონ.

აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება ყველა დარჩენილ აბონენტს.

news
ავტ.: news აგვისტო 26, 2015 15:28