სამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებული თხილის ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 9, 2015 22:26

სამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებული თხილის ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

სამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებული თხილის ზარალის ანაზღაურებას სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვეო კომპანიები აქტიურად აწარმოებენ. ძლიერი ქარისგან დაზარალებულ 900-ზე მეტ ოჯახს სადაზღვეო კომპანია „აი-სი ჯგუფი“ გასული კვირიდან ზარალს უნაზღაურებს.

მხოლოდ „აი-სი ჯგუფისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად გაცემული თანხა 250 ათას ლარს გადააჭარბებს. თანხის მოსახლეობისთვის ჩარიცხვის პროცესი უკვე დაწყებულია და ერთი კვირის განმავლობაში ყველა დაზღვეულ ოჯახს ჩაერიცხება.

დაზარალებულებს ზარალი უკვე აუნაზღაურა სამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებული თხილის ზარალის ანაზღაურებასადაზრვევო კომპანია „ალდაგ“-მა. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ 280 ოჯახს 140 000 ლარი გადასცა.

ზრალის ოდენობა სადაზღვეო კომპანიის ექსპერტებმაგაშენებული თხილნარის ფართის, დაზაინებული ნაყოფის და თხილის ფასის შესაბამისად გამოითვალეს.

ძლიერმა ქარმა თხილის მოსავალს ზიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 8 ივნისს მიაყენა.

კომპანიებმა უკვე დაიწყეს 2016 წლის მოსავლის დაზღვევისთვის განაცხადების მიღება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 9, 2015 22:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics