„სამარცხვინო აურზაური მარგველაშვილის გამოსახლებაზე დაკავშირებულია ივანიშვილის ინტერესებთან,” – გიორგი გუგავა

news
ავტ.: news აპრილი 22, 2015 16:37

„სამარცხვინო აურზაური მარგველაშვილის გამოსახლებაზე დაკავშირებულია ივანიშვილის ინტერესებთან,” – გიორგი გუგავა

მნიშვნელოვანი

  • არასაპარლამენტო ოპოზიცის წევრები გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციის გარშემო ატეხილ აურზაურზე აცხადებენ, რომ პრეზიდენტი არ უნდა დაემორჩილოს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს

სხვა სტატიები

არასაპარლამენტო ოპოზიცის წევრები გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციის გარშემო ატეხილ აურზაურზე აცხადებენ, რომ პრეზიდენტი არ უნდა დაემორჩილოს ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს და უნდა დარჩეს ავლაბრის რეზიდენციაში. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები იმასაც აცხადებენ, რომ ამ ყველაფრით ხდება პრეზიდეტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. „სამარცხვინო აურზაური მარგველაშვილის გამოსახლების შესახებ, დაკავშირებულია ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესებთან, დაეუფლოს ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციას და გადააქციოს იგი საკუთარ ბიზნეს სეგმენტად. ხოლო მარგველაშვილი იმდენად არის დაშინებული ყოფილი ბატონის აჩრდილით, ვერ ბედავს საკუთარი ინტერესების დაცვას, და ბოლომდე არ ამბობს სიმართლეს,“-განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.

news
ავტ.: news აპრილი 22, 2015 16:37