საკრებულოში დეპუტატებმა მოქალაქეების განცხადებები განიხილეს

news
: news იანვარი 15, 2015 18:28

საკრებულოში დეპუტატებმა მოქალაქეების განცხადებები განიხილეს

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომზე დეპუტატებმა მოქალაქეების განცხადებები განიხილეს და მათზე რეაგირების გზები დასახეს.
სხდომას მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურების უფროსების მოადგილეები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურიის ინფორმაციით,  კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ დეპუტატებსა და მერიის წარმომადგენლებს ზურაბ ბრეგვაძისა და ლალი მაისურაძის განცხადებები წარმოუდგინა, რომელშიც ისინი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით გამოწვეული მორალურ და მატარიალურ ზარალზე საუბრობდნენ და შესაბამის რეაგირებას ითხოვდნენ.
ზურაბ ბრეგვაძის ინფორმაციით, ხახანაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშებნებლობა უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე მიმდინარეობს, რამაც მათი უფლებების დარღვევა გამოიწვია. რაც შეეხება ცაგარელის ქუჩაზე მიმდინარე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, მომიჯნავე შენონებში მაცხოვრელები მონიტორინგის ჯუფის გამოყოფას და საკითხის ადგილზე შესწავლას ითხოვენ, რადგან, მათივე ინფორმაციით, ფატალური შედეგის დადგომის საშიშროება არსებობს.
გულიკო ზუმბაძემ პირველ საკითხთან მიმართებაში სამსახურეობრივი უფლებამოსილებისა და გარკვეული კორუფციული ნიშნების გამოკვეთის გამო, მოკვლევის მიზნით მისი პროკურატურაში გადაგზავნა მოითხოვა. ,,რაც შეეხება ცაგარელის ქუჩას, ვფიქრობ, აუცილებელია ზედამხედველობის სამსახურს საკითხთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტაცია მიეწოდოს, რათა შემდგომ უკვე აღნიშნულმა სამსახურმა კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება”, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
საკრებულოს ინფორმაციით დღესვე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა კომისიის სამოქმედო გეგმა განიხილეს და პრიორიტეტბი გასაზღვრეს.

news
: news იანვარი 15, 2015 18:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics