საკრებულომ აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცა

news
ავტ.: news ივნისი 11, 2015 18:01

საკრებულომ აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დღეს, სხდომაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცა.
როგორც “თაიმერს” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. მათ შორის თბილისის აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების თაობაზეც იმსჯელეს და მას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
საკრებულოს ინფორმაციით, ასევე, კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ ქუჩების ცნობარის გამოცემასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებზე, კერძოდ, მისი მომზადებისა და გამოცემის თაობაზე დეტალურად ისაუბრა და ამასთან, ინდექსაციის მინიჭების წესის შესახებ საქართველოს ფოსტის წარმომადგენლის ირაკლი წულაიას ინფორმაცია მოისმინა.
საკრებულოს განცხადებით, სხდომაზე კომისიის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ფოსტას, საჯარო რეესტრსა და დედაქალაქის საკრებულოს შორის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნის პერსპექტივა განიხილეს და თანამშრომლობის მიზნით, სამომავლო გეგმები დასახეს.
საკრებულოში აცხადებენ, რომ დღესვე დეპუტატებმა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესსა და დამატებითი რეგულაციებზე, ასევე ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი აბრების დიზაინის გამოსავლენი კონკურსის ჩატარების მნიშვნელობასა და ვადებზე ისაუბრეს.
მათივე თქმით, კონკურსის მიზანი საუკეთესო აბრების დიზაინის შერჩევაა და მასში გამარჯვებული ნაშრომის ავტორი, რომელსაც შესაბამისი საკონკურსო კომისია გამოავლენს, ფულადი პრიზით დაჯილდოვდება.

news
ავტ.: news ივნისი 11, 2015 18:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics