საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 12, 2015 18:00

საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა

sakonstitucioსაკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისაც, ხოლო ოთხი იყო წინააღმდეგი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის ახლად შექმნილი სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
საპარლამენტო ოპოზიცია სადავოდ “ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს მიიჩნევდა. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების მიხედვით, შეიქმნა “საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო”, რომელსაც იმ ფუნქციების განხორციელება დაეკისრა, რაც მანამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.
კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სააგენტოს საბჭოს არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტი არ მონაწილეობს, რაც მოსარჩელეთა აზრით, პრეზიდენტის კომპეტენციას არღვევს და კანონი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს ფორმირებაში პრეზიდენტის ჩართულობას, კონსტიტუცია აუცილებლად მიიჩნევს.
ამასთან, მოსარჩელეები მოითხოვდნენ, შეჩერებულიყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა ვიდრე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეზე საბოლოო განაჩენს არ გამოიტანდა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” საბანკო ზედამხედველობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 22 სექტემბერს შეიტანეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 12, 2015 18:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics