ასაკთან ერთად ლეიკემიის დადგომა თითქმის გარდაუვალია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 27, 2015 14:49

ასაკთან ერთად ლეიკემიის დადგომა თითქმის გარდაუვალია

საკთან ერთად ლეიკემიის დადგომა თითქმის გარდაუვალიაბრიტანელმა სწავლულებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმის სისხლის უჯრედების დაბერებასთან ერთად „თითქმის აუცილებლად“ იწყებენ უჯრედები ლეიკემიისკენ მუტირებას, რომელსაც ხშირად „სისხლის გათეთრებას“ ან „სისხლის კიბოს“ უწოდებენ.
როგორც წესი, ლეიკემია ბავშვებთან ასოცირდება, თუმცა, მისი რამდენიმე სახეობა მხოლოდ ხანშიშესული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.
უახლოესი გამოკვლევები, რომლის შედეგებიც ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ჯანმრთელი ადამიანების თითქმის 70% , რომლებიც 90 წლის ასაკამდე არიან მისული, ისეთი გენეტიკური ცვლილებები ემართებათ რომელიც ლეიკემიას იწვევს. ამასთანავე, ეს მაჩვენებელი 50 წლის ასაკისთვის 20%-ს არ აღემატება.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეს მაჩვენებელი მხოლოდდამხოლოდ შესაძლებელია გაიზარდოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის პარალელურად.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 27, 2015 14:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics