საინფორმაცია სააგენტო “თაიმერის” facebook-ის ოფიციალური გვერდი გატეხეს

taimeri

taimeriსაინფორმაცია სააგენტო “თაიმერის” facebook-ის ოფიციალური გვერდი ჰაკერული თავდასხმის შედეგად გატეხეს. 2015 წლის 17 მარტს 11:o6 წუთზე საიტის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიცვალა facebook-ის ოფიციალური გვერდის პაროლი. შესაბამისად საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელობას და აიტი სპეციალისტებს facebook-ის ოფიციალური გვერდზე წვდომა არ აქვთ. აქედან გამომდინარე სააგენტო დროებით იხსნის პასუხისმგებლობას გვერდზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე.
სააგენტოს ხელმძღვანელობას აქვს დოკუმეტური მასალა თუ რომელ საათზე მოხდა “თაიმერის” ფეისბუქის გატეხვა და იმ კომპიუტერის IP მისამართი საიდანაც მოხდა ჰაკერული თავდასხმა.
მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს, რათა უმოკლეს დროში უზრუნველყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და გამოძიება.