“საინტერესოა ინდივიდუალური საქმეების გაცნობა”- იოჰანეს ჰანი საქართველოს სასამართლო სისტემაზე საუბრობს

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2015 15:52

“საინტერესოა ინდივიდუალური საქმეების გაცნობა”- იოჰანეს ჰანი საქართველოს სასამართლო სისტემაზე საუბრობს

“საინტერესოა ინდივიდუალური საქმეების გაცნობა,” – ეს განცხადება ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოში სასამართლო სისტემაზე საუბრის დროს გააკეთა. მედიასთან ევროკომისარმა საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“თქვენ დაინტერესებულები ხართ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესით. სამუშაო მიდის ძალიან კარგად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ანგარიში იქნება პოზიტიური. არის შესასრულებელი პუნქტებიც.

საუბარი შეეხო სასამართლო სისტემას და დისკურსიებს მის ირგვლივ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გაღიზიანება. მივესალმები საქართველოს მთავრობის განსაკუთრებით ვიცე-პრემეირის ინიციატივას, გახსნილობას, რომ დაპატიჟონ ევროპული დელეგაცია საქართველოში სასამართლოს მუშაობის გასაცნობად. საინტერესოა ინდივიდუალური საქმეების განცობა. არჩევნების წინ ყველაფერი ნათელი უნდა იყოს,” – განაცხადა ევროკომისარმა.

თავის მხრივ, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმაც.

“იყო საუბარი ამაზე გარკვეული შეკითხვები რომელიც მუდმივად ისმის საამართლო განხილვებთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვთქვით სრული მზაობა რომ ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან ღია კომუნიკაციაში შევიდეთ. ჩვენ შევთავაზეთ,რომ საქართველო იქნება ღია კომუნიკაციაში, ნებისმიერი ინფორმაცია მათ მიეწოდებათ რომელიც დაჭირდებათ,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 8, 2015 15:52

Google სტატისტიკა


7,467
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics