- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
საიდუმლო საქმეებით სპეკულირება ვაჟკაცების საქმე არ არის–ირაკლი ღარიბაშვილი
მნიშვნელოვანი
- საიდუმლო საქმეებით სპეკულირება ვაჟკაცების საქმე არ არის
სხვა სტატიები
- გიორგი გახარია : ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევები არ დავკარგოთ
- არჩილ თალაკვაძე – „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონკურენტული არჩევნებისა და გამარჯვებისთვის მზად ვართ
- “ეს არის დემაგოგია”- თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებებს “უზნეო საქმეს” უწოდებს და აცხადებს, რომ საიდუმლო საქმეებით სპეკულირება ვაჟკაცების საქმე არ არის.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე, ირაკლი ალასანიას იმ განხაცდების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საფრანგეთში ვიზიტისას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.
“ალასანიას განცხადებას რაც შეეხება, მე არ ვაპირებდი ამ თემაზე კომენტირებას. ვფიქრობ, ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. ზოგადად მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება აბსოლუტურად უზნეო საქმეა. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების კომენტირებას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.