საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს “თავისუფალი დემოკატები” იქნება–ირაკლი ალასანია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2015 15:00

საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს “თავისუფალი დემოკატები” იქნება–ირაკლი ალასანია

საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს "თავისუფალი დემოკატები" იქნებასაზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს “თავისუფალი დემოკატები” იქნება, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, გუშინ “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა.
ალასანიამ ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ქვეყანაში არის მთავრობის მართვის კუთხით, ასევე ეკონომიკური მიმართულებით და აღნიშნა, რომ “თავისუფალი დემოკრატების” მიერ ხელისუფლების კრიტიკა ვითარების ადეკვატურია. კითხვაზე – აქვს თუ არა ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი, ალასანია პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა, ამის საფუძვლიანი იმედი აქვს”.
“ახლა მთლიანი ყურადღება “თავისუფალი დემოკრატების” გადმოსულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე, იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა დავანახოთ საზოგადოებას და სწორედ ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მომავალ არჩევნებში საზოგადოება ელის მესამე ძალას; დაღლილია როგორც “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი მმართველობით, ასევე, “ქართული ოცნების” შეცდომებით და ეძებს მესამე ძალას და ეს მესამე, ალტერნატიული ძალა იქნება “თავისუფალი დემოკატები”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2015 15:00