საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი აჯილდოებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 8, 2015 12:55

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი აჯილდოებს

მნიშვნელოვანი

  • საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი აჯილდოებს

სხვა სტატიები

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი აჯილდოებსსაზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ადრიატიკის ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ადამიანებს. წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა, რომ არქიმანდრიტი ილია კარტოზია დაჯილდოვდეს ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია და მიუხედავად ტრაგიკული შემთხვევისა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ქართველი სასულიერო პირის სიმამაცის დაფასება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ.
2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან Norman Atlantic-ზე გაჩენილი ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია გარდაიცვალა. ბორანი ადრიატიკის ზღვაში საბერძნეთიდან სამხრეთ იტალიისკენ მიემართებოდა.
გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 36 საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელიც ვერტმფრენებისა და სამაშველო ნავების საშუალებით ჩატარდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ რიცხვშია გმირულად დაღუპული მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია.
მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 8, 2015 12:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics