„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, sms სპამს თანხმობის გარეშე უფრო მეტი მოქალაქე იღებს

news
ავტ.: news ივლისი 8, 2015 12:17

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, sms სპამს თანხმობის გარეშე უფრო მეტი მოქალაქე იღებს

მნიშვნელოვანი

  • ორგანიზაციის ცნობით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ 2015 წლის 28 აპრილიდან 6 მაისამდე პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

სხვა სტატიები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, sms სპამს თანხმობის გარეშე უფრო მეტი მოქალაქე იღებს.

ორგანიზაციის ცნობით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ 2015 წლის 28 აპრილიდან 6 მაისამდე პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა.

კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა რიცხვი, რომლებიც იღებენ სარეკლამო შეტყობინებებს მათი თანხმობის გარეშე 2013 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და დღეს 78%-ს შეადგენს.

„საქართველოში მობილური ტელეფონების მფლობელებისთვის უცხო არ უნდა იყოს ყოველკვირეულად, ზოგჯერ კი ყოველდღიურად რამდენიმე სარეკლამო შეტყობინების მიღება. ხშირ შემთხვევაში, მესიჯებით ისეთი კომპანიების პროდუქციას თუ მომსახურებას გთავაზობენ, რომელთა შესახებაც არაფერი გსმენიათ და მათთვის არც შეტყობინებების გამოგზავნის უფლება მიგიციათ.

საქართველოში უკვე არსებობს მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს, სურვილისამებრ, მსგავსი შეტყობინებების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს. ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით ნებისმიერი სახის საქონლის, პროდუქციის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება ითვლება პირდაპირ მარკეტინგად და რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს შექმნან პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალებები.

ეს რეგულაცია საქართველოში 2014 წლის სექტემბრიდან მოქმედებს. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა კვლავ აქტუალურია. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომლები კანონის ამოქმედების შემდეგაც იღებენ შეტყობინებებს, რომლებზე არ არის მითითებული უარის თქმის მექანიზმი ან ის გაუმართავია“,- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, მათი რიცხვი, ვისაც ასეთი სარეკლამო შეტყობინებები აღიზიანებს, 2013 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 35% შეადგინა

news
ავტ.: news ივლისი 8, 2015 12:17

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics