,,სად გიორგი ჯანელიძე და სად სააკაშვილი,, უკრაინაში მებრძოლი ქართველის აზრი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 20, 2015 15:19

,,სად გიორგი ჯანელიძე  და სად სააკაშვილი,, უკრაინაში მებრძოლი ქართველის აზრი

მნიშვნელოვანი

  • უკრაინაში მებრძოლი ,,დონბას უკრაინას,, ბატალიონის ქართველი მეთაურის მოადგილე დავით მარტიაშვილი, გუშინწინ დაღუპულ ,,აზოვის,, პოლკის ქართველ მეომარზე გიორგი ჯანელიძეზე ,,ფეისბუქში,, გაკეთებულ ზოგიერთ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სხვა სტატიები

უკრაინაში მებრძოლი ,,დონბას უკრაინას,, ბატალიონის ქართველი მეთაურის მოადგილე დავით მარტიაშვილი, გუშინწინ დაღუპულ ,,აზოვის,, პოლკის ქართველ მეომარზე გიორგი ჯანელიძეზე ,,ფეისბუქში,, გაკეთებულ ზოგიერთ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება…

,,ღმერთო გაანათლე გირგის სული.
ომია… ომი რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება და არა ერთ სიცოცხლეს წაიღებს, არავინ იცის შემდეგი ვინაა.ერთი კვირის წინ სხვა ქართველ ძმებთან ერთად ძლივს შევაჩერეთ გიორგი უეჭველი დაღუპვისაგან მაგრამ ეს ეტყობა მისი ბედი იყო… არ ვიცი დეტალები იმიტომ რომ იქ კიდევ ორი ქართველი ძმაა და ვერცერთს ვერ უკავშირდები მაგრამ ამ შემთხვევეში უკვე მნიშვნელობა არ აქვს.
უყურებ კომენტარებს სამშობლოდან და უკვე მერამდენედ ტკივილს ტკივილი ემატება… რამ გაგაბოროტათ და დაგაჩლუნგათ ასე ხალხო? უცხო მიწაზე ქართველი მებრძოლი დაიღუპა და მის ლანძღვაში ამოგდით სული. სად ის და სად სააკაშვილი ?! რამდენჯერ დავწერე რომ უამრავი მებრძოლია აქ ვისაც არავითარი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან! მინდა უბრალოდ ვიცოდე რა არის ეს და რა მიზანი აქვს მებრძოლთა ლანძღვას სამშობლოდან? თუ ასეთი მაგრები ხართ თქვე ჩასვრილებო საკეთებელი მანდაც ბევრია და რას აკეთებთ ,,ფეისბუკში,, ღვარძლის გადმონთხევის გარდა ?
“პაზივნოი” ,,სატანა,, ერქვაო… აუ ეს რა გაუკეთებია კაცო გაიგეთ?ომია და აქ არ არის წმინდანთა ადგილი… ომი ოფიციალური მასობრივი მკვლელობის ადგილია!   ტერორისტებს და მკვლელებს აქვთ შექმნილი მარლთმადიდებლურია არმია, სადაც იესო ქრისტეს სახელით ბომბავენ და კლავენ ვინმე ნაძირალა ,,გივის,, მეთაურობით მშვიდობიან მოსახლეობას… ლოცეთ ისინი და ლანძღეთ მათ წინაღმდეგ მებრძოლი ,,სატანა,, … თქვენი დედაც… მეტი სიტყვები არ მადგება პირზე. მაპატიოს ყველამ!,, აცხადებს დავით მარტიაშვილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 20, 2015 15:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics