,,სად გვაქვს წასასვლელი თორემ ჩემდა თავად ამ ქვეყანაში დამრჩენის”

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 23:49

,,სად გვაქვს წასასვლელი თორემ ჩემდა თავად ამ ქვეყანაში დამრჩენის”

მნიშვნელოვანი

  • ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლაგაზიძე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება მოხდება, მან შეიძლება საერთოდ დატოვოს ქვეყანა

სხვა სტატიები

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლაგაზიძე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება მოხდება, მან შეიძლება საერთოდ დატოვოს ქვეყანა
“ინგა სად გვაქვს წასასვლელი თორემ ჩემდა თავად ამ ქვეყანაში დამრჩენის! ეს რა სიბინძურეში ჩაძირეთ ეს ქვეყანა -იქეთ “ნაციონალებმა” და აქეთ “ოცნებამ”. ასე ერთმანეთის შესაფერისები როგორ გამოდექით. სხვა ვერაფერი ისწავლეთ “ნაციონალებულისგან”, გარდა მედიასთან ურთიერთობის ხელწერისა?! რითი დაამთავრეს “ნაცებმა”, ბარემ ისიც გაითვალისწინეთ!”- წერს ხათუნა ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პოლიტიკური პარტიებთან, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე ისაუბრა. რაც თანამდებობის დატოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ოჯახის მიმართ შესაძლო ზეწოლას და პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებას გულისხმობდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 23:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics