„სადღაც ხომ უნდა იყოყოჩოს და ეყოყოჩება პრეზიდენტს,” – გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

news
ავტ.: news მარტი 24, 2015 13:35

„სადღაც ხომ უნდა იყოყოჩოს და ეყოყოჩება პრეზიდენტს,” – გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

მნიშვნელოვანი

  • ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე მთავრობის დასწრების საკითხს ეხმაურება. საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია მინისტრების პოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით

სხვა სტატიები

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე მთავრობის დასწრების საკითხს ეხმაურება. საპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელია მინისტრების პოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით. გიორგი ვაშაძის თქმით, ასეთი პრეცედენტი ადრე არ ყოფილა.

„პრეზიდენტის გამოსვლას კვლავაც არ ესწრება მთავრობა, რომელიც კარგად ვიცით, რომ მალე დამთავრდება. ღარიბაშვილი დღეს პრემიერი აღარ არის, მის ზარს მინისტრები არ პასუხობენ, ტელევიზორიდან იგებს, რა ხდება ქვეყანაში. ეს არის არაფორმალური მმართველობის შედეგი, მაგრამ სადღაც ხომ უნდა იყოყოჩოს და ეყოყოჩება პრეზიდენტს,” – აცხადებს ვაშაძე.

სერგო რატიანის განმარტებით კი, საქართველოში მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების მიზანმიმართული ნგრევა. მისთვის მიუღებელია პარლამენტში მთავრობის გამოუცხადებლობა, რადგან, მისი თქმით, პრეზიდენტი, მოსწონს ვინმეს თუ არა, პარლამენტში მისი გამოსვლისას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილება.

news
ავტ.: news მარტი 24, 2015 13:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,647
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics