საგარეჯოში შუალედურ არჩევნებზე კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა- რას ყვებიან დამკვირვებლები?

news
ავტ.: news ოქტომბერი 31, 2015 12:24

საგარეჯოში შუალედურ არჩევნებზე კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა- რას ყვებიან დამკვირვებლები?

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის” თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე საგარეჯოში მიმდინარე შუალედური არცევნების დამკვირვებელი “თაიმერთან” საუბარში კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს.

“მეორე საარჩევნო უბანზე გარეთ მოქალაქეები იდგნენ და საეჭვოდ ეჭირათ ფურცლები. დავინტერესდი თუ საიდან იყვნენ ესენი და აღმოჩნდნენ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები. ანუ ისინი არც კოორდინატორები არიან და არც დამკვირებლები. როგორც გაირკვა ისინი აღრიცხავდნენ რამდენი მათთვის ნაცნობი ადამიანი დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე. ეს არის ამომრჩევლის ნების ირიბი და პირდაპირი კონტროლი. მე მათ მოვუწოდე დაეტოვებინათ უბანი”,- განაცხადა “თაიმერთან” საუბარში გრილოლ გაგნიძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული დარღვევის შესახებ მან ინფორმაცია უკვე მიაწოდა “IRI”-ის წარმომადგენლობას, რომელმაც ინფორმაციის მედიისთვის გადაცემა ურჩია. გრიგოლ გაგნიძის ინფორმაციითვე, ამ დროისათვის სხვა სერიოზული დარღვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

12180121_1010894688932814_921534355_n 12202340_1010894612266155_658158360_n

news
ავტ.: news ოქტომბერი 31, 2015 12:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,293
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics