საგარეო უწყებაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 12:45 განახლებულია

საგარეო უწყებაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს

მნიშვნელოვანი

  • საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი.

სხვა სტატიები

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტი წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შუალედურ რგოლს და წელიწადში ერთხელ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეების დონეზე იკრიბება.
სხდომაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს შესაბამისი უწყებების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარნტიორობა.
სხდომის ფარგლებში განიხილება საქართველო-ევროკავშრის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. კერძოდ, მხარეები მსჯელობენ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგზე, განიხილავენ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 12:45 განახლებულია

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics