საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2015 02:37

საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებსთბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.
“ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვეს პანიკას და არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე, არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება გაქცეული ცხოველების უმოკლეს დროში დასაბრუნებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში, რათა შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს და დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დროულად აღმოუჩინონ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2015 02:37