საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ საგარეო უწყებაში განცხადება გაკეთდა

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 15:57 განახლებულია

საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ საგარეო უწყებაში განცხადება გაკეთდა

მნიშვნელოვანი

  • საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამი დღის განმავლობაში საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი, შემდგომი ნაბიჯები კი განისაზღვრება იმით, რა აუცილებლობის წინაშეც დადგებიან იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

სხვა სტატიები

საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამი დღის განმავლობაში საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება არის პირველი ნაბიჯი, შემდგომი ნაბიჯები კი განისაზღვრება იმით, რა აუცილებლობის წინაშეც დადგებიან იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ამის შესახებ საქართველოს საგარეო სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ასეთ ღონისძიებებს სამინისტრო საბერძნეთში შექმნილი მართლაც უკიდურესი მდგომარეობის გამო ატარებს.
“ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს. 5 ივლისს საბერძნეთში დანიშნულია რეფერენდუმი. ეს არის პირველი ნაბიჯი, შემდგომი ნაბიჯები განისაზღვრება იმით, თუ რა შედეგით დამთავრდება რეფერენდუმი და ასევე იმ აუცილებლობით, რის წინაშეც დადგებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ძალიან ვგულშემატკივრობთ ჩვენს მოქალაქეებს”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.
ამასთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლდება.
“საბერძნეთის რესპუბლიკაში შექმნილი ფინანსური ვითარების გამო, ითვალისწინებს რა იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქ. სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ შემდეგი სახის საკონსულო მომსახურებები: საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღება; სანოტარო აქტი – მინდობილობის დამოწმება (საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმის წარმოების შესახებ); სანოტარო აქტი – ხელმოწერის დამოწმება (თანხმობა არასრულწლოვანი პირების მგზავრობის შესახებ, სახელის დარქმევის შესახებ); სხვადასხვა სახის ცნობები (ე.წ. ოჯახური შემადგენლობის შესახებ, იდენტურობის შესახებ); საკონსულო ლეგალიზაცია – დაბადების მოწმობის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ქ. სალონიკში გენერალური საკონსულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 15:57 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics