საბერძნეთში დაკავებული ქართველების რაოდენობა 20-მდე შემცირდა

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 14:48

საბერძნეთში დაკავებული ქართველების რაოდენობა 20-მდე შემცირდა

მნიშვნელოვანი

  • საბერძნეთში არალეგალურად ყოფნისთვის მიმდინარე თვეს დაკავებული ქართველების რაოდენობა 20-მდე შემცირდა.

სხვა სტატიები

საბერძნეთში არალეგალურად ყოფნისთვის მიმდინარე თვეს დაკავებული ქართველების რაოდენობა 20-მდე შემცირდა. როგორც   საქართველოს ელჩმა საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა, საკონსულომ მათ მიმართ გაატარა ყველა პროცედურა, რაც შესაძლებელი იყო. ახლა მიმდინარეობს სამართალწარმოება. საპატიმროში რჩება დაახლოებით 20 პატიმარი, რომლებმაც საქართველოში დაბრუნებაზე უარი განაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ საკონსულო უკან დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისთვის მზადაა.
“საკონსულომ მათთვის საჭირო ყველა აუცილებელი მომსახურება გასწია. ამჟამად ვრჩებით კონტაქტზე საპატიმროს ხელმძღვანელობასთან. მოქმედებს საკონსულოს ცხელი ხაზი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენთან დაკავშირება უპრობლემოდ შეძლონ”, – განაცხადა ნანობაშვილმა.
ოქტომბრის დასაწყისიდან საბერძნეთში, არალეგალურად ყოფნის გამო, 40 ქართველი დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს, თუმცა საქართველოს საელჩომ საბერძნეთში ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 21, 2015 14:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics