,,საბერძნეთმა ტყვედ ჩავარდნას თავის მოკვლა არჩია,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 5, 2015 23:23

,,საბერძნეთმა ტყვედ ჩავარდნას თავის მოკვლა არჩია,,

მნიშვნელოვანი

  • ანალიტიკოსების აზრით, საბერძნეთის რეფერენდუმი, მიუხედავად მისი ნებისმიერი შედეგისა, დიდად ვერ შეცვლის ამ ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას

სხვა სტატიები

,,საბერძნეთმა ტყვედ ჩავარდნას თავის მოკვლა არჩია,, სწორედ მსგავსი საომარი ფრაზა შეესაბამება დასავლელი პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების შეფასებებს, საბერძნეთის რეფერენდუმის სავარაუდო შედეგებზე, რომელიც დიდი ალბათობით ,,არა,, იქნება… 

ანალიტიკოსების აზრით, საბერძნეთის რეფერენდუმი, მიუხედავად მისი ნებისმიერი შედეგისა, დიდად ვერ შეცვლის ამ ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. თუ ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებმა ამ ქვეყნის კიდევ ერთხელ დახმარება არ გადაწყვიტეს, მარტოდმარტო ეს ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.

,,არა,, შედეგით დასრულების შემთხვევაში კი, ჩატარებული რეფერენდუმი 300 სპარტანელის აჯანყებას გავს ევროპის წინააღმდეგ, რომლის გამარჯვებით დასრულებისა თავად ბერძნებსაც არ სჯერათ. არადა ყველაფერი ,,არასკენ,, მიდის…

ამ მომენტისთვის დათვლილია ხმების 50%-ზე მეტი… საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 61,24% ,,არა,,-ს ემხრობა, ხოლო 38,76% ,,კი,,-ს მომხრეა.

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 5, 2015 23:23

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics