საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 20, 2015 20:30

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა

ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენსსაბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობიდან გადადგა. როგორც უცხოური მედია წერს, ციპრასმა მინისტრებთან და მმართველ პარტია “სირიზას” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადადგომის შესახებ განაცხადა და ასევე, ხაზი გაუსვა ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცლებლობას.
როგორც ციპრასმა განაცხადა, პოლიტიკური მანდატი, რომელიც 25 იანვრის არჩევნებზე იქნა მიღებული, ამოიწურა და ახლა ბერძნებს ხელახლა მოუწევთ არჩევანის გაკეთება.
“მე ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამომაქვს ყველაფერი, რაც გავაკეთე”, – განაცხადა ციპრასმა და აღნიშნა, რომ მხედველობაში აქვს ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება ათენისთვის დახმარების პროგრამის შესახებ.
ვადამდელი არჩევნები სავარუდოდ, 20 სექტემბერს გაიმართება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 20, 2015 20:30

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics